Monday, February 27, 2012

პოკერის ისტორია და წესები

პოკერი, როგორც სპორტის სახეობა, გულშემატკივრების რაოდენობის მხრივ ამერიკაში მესამე ადგილზეა და ჯერ კიდევ დამაჯერებლად იპყრობს მსოფლიოს. საქართველოში პოკერი ჯერ კიდევ დაწყებით სტადიაზეა, თუმცა ძალიან დინამიურად ვითარდება, რაც ძალიან სასიხარულოა. 

პოკერი მიეკუთვნება კარტის თამაშების ოჯახს და ხორციელდება ფსონების ჩასვლის საფუძველზე. მოგებული ვლინდება იმის მიხედვით თუ რა სიძლიერის კომბინაცია უჭირავს. არსებობს პოკერის უამრავი სახეობა თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში კომბინაციები ერთი და იგივეა, განსხვავდება მხოლოდ ფსონების ჩასვლის სტადიები ან დარიგებული კარტების რაოდენობა. ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრებთ პოკერის ყველაზე პოპულარულ სახეობაზე რომელსაც ტეხასური ჰოლდემი ჰქვია. სანამ წესებს ჩავუღრმავდებოდეთ მოდით მოკლედ  გავეცნოთ მის ისტორიას.

დოილ ბრანსონი - პოკერის ლეგენდა

დოილ ბრანსონი
პოკერის სამყაროს ცოცხალ ლეგენდად მოიაზრება დოილ ბრანსონი (ტეხასელი დოლი), რომელმაც თავის მხრივ უდიდესი როლი ითამაშა პოკერის, როგორც სპორტის სახეობის, ჩამოყალიბებაში. დოილ ბრანსონი არის პირველი ამერიკელი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, ვინც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გახდა პოკერის მსოფლიო სერიების (World Series of Poker WSOP) ძირითადი ივენთის ჩემპიონი.  თავისი კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს პოკერის მსოფლიო სერიების ათი ბრასლეტი და არის პირველი პროფესიონალი მოთამაშე ვისი ტურნირების მოგებებმაც გადააჭარბა მილიონ დოლარს. დოლ ბრანსონს ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი პოკერის თემაზე.

დოილ ბრანსონი დაიბადა 1933 წლის 10 აგვისტოს ტეხასის შტატის ძალიან პატარა ქალქში, რომის პოპულაციაც სულ 100 ადამიანი იყო. ამიტომ ხშირად უწევდა მეზობელ ქალაქებში სირბილით ჩასვლა, რის შედეგადაც კარგ ათლეტად ჩამოყალიბდა. ახალგაზრდობაში თამაშობდა კალათბურთს და ისეთ დონესაც მიაღწია როცა ლოს ანჟელესის ლაიკერსიც კი დაინტერესდა მისით, მაგრამ მუხლის ტრავმამ, რომელიც მუშაობის დროს მიიღო,  დაასრულა ბრანსონის საკალათბურთო კარიერა.