პოკერის სამყაროს ცოცხალ ლეგენდად მოიაზრება დოილ ბრანსონი (ტეხასელი დოლი), რომელმაც თავის მხრივ უდიდესი როლი ითამაშა პოკერის, როგორც სპორტის სახეობის, ჩამოყალიბებაში. დოილ ბრანსონი არის პირველი ამერიკელი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, ვინც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გახდა პოკერის მსოფლიო სერიების (World Series of Poker WSOP) ძირითადი ივენთის ჩემპიონი. თავისი კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს პოკერის მსოფლიო სერიების ათი ბრასლეტი და არის პირველი პროფესიონალი მოთამაშე ვისი ტურნირების მოგებებმაც გადააჭარბა მილიონ დოლარს. დოლ ბრანსონს ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი პოკერის თემაზე.
დოილ ბრანსონი დაიბადა 1933 წლის 10 აგვისტოს ტეხასის შტატის ძალიან პატარა ქალქში, რომის პოპულაციაც სულ 100 ადამიანი იყო. ამიტომ ხშირად უწევდა მეზობელ ქალაქებში სირბილით ჩასვლა, რის შედეგადაც კარგ ათლეტად ჩამოყალიბდა. ახალგაზრდობაში თამაშობდა კალათბურთს და ისეთ დონესაც მიაღწია როცა ლოს ანჟელესის ლაიკერსიც კი დაინტერესდა მისით, მაგრამ მუხლის ტრავმამ, რომელიც მუშაობის დროს მიიღო, დაასრულა ბრანსონის საკალათბურთო კარიერა.
ამის შემდეგ ბრანსონის კონცენტრაცია პროფესიონალური სპორტიდან განათლებაზე გადაერთო.
პოკერის თამაში ფეხის მოტეხვამდე დაიწყო და შემოსავლის ერთ ერთ წყაროდ საკმაოდ სწრაფად აქცია. სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყო მუშაობა ერთ ერთ კომპანიაში, ბიზნეს დანადგარების გამყიდვლად, მაგრამ პირველივე დღეს სამსახურში შესთავაზეს 7 კარტა სტადის თამაში, სადაც თავისი ერთი თვის ხელფასი სულ რაღაც 3 საათში მოიგო. ეს სამსახური მალევე დატოვა და შეუდგა პროფესიონალური პოკერისტის კარიერის აწყობას.
თავიდან თამაშობდა არალეგალურად თავის მეგობართან დვაინ ჰამილტონთან ერთად. ბოლსო დაიწყეს მოგზაურობა ტეხასის ირგვლივ და უფრო დიდ თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას. ამ პერიოდში გაიცნო დოილმა სხვა პოკერის პროფესიონალები ამარილო სლიმი და სეილორ რობერტსი. იმ დროისათვის ამერიკაში პოკერი არ იყო ლეგალური და თამაშები რომლებშიც ბრანსონი იღებდა მონაწილეობას იმართებოდა კრიმინალების მიერ. ბრანსონი თავის წიგნში წერს, რომ არაერთხელ გაულახავთ და დაუყაჩაღებიათ კრიმინალებს.
საბოლოოდ ბრანსონი დაბინავდა ლას ვეგასში და 1970 წლის შემდეგ რეგულარულად იღებს მონაწილეობას პოკერის მსოფლიო სერიებში, სწორედ ამ წელს შეიქმნა ეს ტურნირი.

No comments:
Post a Comment