Wednesday, January 19, 2011

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ?

რაც მეტს ვთამაშობ მით უფრო ვაანალიზებ და ვხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აღმიქვამს მოწინააღმდეგე, რა შთაბეჭდილება შეექმნა მას ჩემზე და იყო ეს ჩემს მიერ გამიზნული თუ უნებლიე. გადაწყვეტილების მიღების მომენტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს  ამის ცოდნას და მეხმარება ვივარაუდო თუ როგორი რეაქცია ექნება ადამიანს ჩემ ქმედებაზე. მაგალითად სისულელეა მოვსინჯო მოთამაშის დაბლეფვა თუ ვიცი, რომ გაღიზიანებულია ჩემზე. ჩემთვის მომგებიანი შთაბეჭდილების შესაქმნელად ასევე სასარგებლო სხეულის ენა.

აგრეთვე ძალიან გულდასმით უნდა მივაქციოთ ყურადღება მოთამაშეების ცირკულაციას მაგიდაზე, ვინ გადის, ვინ შემოდის რა იცის ახლად შემოსულმა მოთამაშემ ჩემს შესახებ და რა ვიცი მე მასზე. ყურადღება და კონცენტრაცია პოკერში უდიდეს როლს თამაშობს. პოკერის წესების სწავლა შესაძლებელია 15-20 წუთში, მაგრამ მისი თამაშის სწავლას ზოგი ცხოვრების ბოლომდე ვერ ახერხებს.

Tuesday, January 4, 2011

ფილ აივი

ფილ აივი
პოკერის სამყაროში ძალიან ბევრი გამოჩენილი ფილი მოღვაწეობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ფილ აივი. მას აგრეთვე მოიხსენიებენ პოკერის ტაიგერ ვუდსად და ითვლება ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ პოკერისტად.

ფილ აივი დაიბადა და გაიზარდა ნიუ ჯერსიში 1976 წელს. თინეიჯერობის პერიოდში მუშაობდა სეილსმენად ტელემარკეტინგის სფეროში და როგორც ჩანს ყიდვა გაყიდვის უნარები კარგად გამოადგა პოკერში. თვითონ ფილი იხსენებს, რომ პოკერის თამაში ასწავლა ბაბუამ, რომელიც მისი მშობლების სახლში ცხოვრობდა პირველ სართულზე. ადრეული ასაკიდანვე თანატოლებს შორის გამოირჩეოდა პოკერის ნიჭით.