Tuesday, January 4, 2011

ფილ აივი

ფილ აივი
პოკერის სამყაროში ძალიან ბევრი გამოჩენილი ფილი მოღვაწეობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ფილ აივი. მას აგრეთვე მოიხსენიებენ პოკერის ტაიგერ ვუდსად და ითვლება ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ პოკერისტად.

ფილ აივი დაიბადა და გაიზარდა ნიუ ჯერსიში 1976 წელს. თინეიჯერობის პერიოდში მუშაობდა სეილსმენად ტელემარკეტინგის სფეროში და როგორც ჩანს ყიდვა გაყიდვის უნარები კარგად გამოადგა პოკერში. თვითონ ფილი იხსენებს, რომ პოკერის თამაში ასწავლა ბაბუამ, რომელიც მისი მშობლების სახლში ცხოვრობდა პირველ სართულზე. ადრეული ასაკიდანვე თანატოლებს შორის გამოირჩეოდა პოკერის ნიჭით.

იგი ითვლება ერთ ერთ ყველაზე აგრესიულ მოთამაშედ, ყველა მისი მოწინააღმდეგე აღიარებს, რომ შეუძლებელია მის სახეზე ან ქცევებში ამოიკითხო ძლიერი კომბინაცია უჭირავს თუ სუსტი. მისი გამომეტყველაბა არის სულ ერთნაირად მოწყენილი და თამაშის დროს ყოველთვის უსმენს მუსიკას. ცნობილია, რომ არის კალათბურთის გულშემატკივარი.

ტურნირებზე მოგებული ზუსტი თანხა რთული სათქმელია, მაგრამ ცნობილია, რომ 2005 წელს 7 მილიონს აჭარბებდა, მათ შორის არის "მსოფლიო პოკერის სერიებზე" (WSOP) 5 გზის მოგებული "ბრასლეტი" (ქართულად ალბათ სამაჯური :))

ფილ აივი არის ონლაინ პოკერ რუმის Full Tilt Poker-ის სახე, საბედნიეროდ არც თუ ისე იშვიათად თამაშობს დაბალ ლიმიტიან ტურნირებზე, ასე რომ თავისუფლად შეიძლება მის მაიგიდასთან ამოვყოთ თავი :).

მონაწილეობს თითქმის ყველა პოკერ შოუში, მისი საყვარელი შოუ არის High Stakes Poker. შემოგთავაზებთ რამდენიმე დარიგებას მისი მონაწილეობით.












No comments: