Monday, December 6, 2010

Body Language პოკერში კარტზე მნიშვნელოვანია

სხეულის ენა
ბევრს სმენია Body Language-ზე, ზოგს შეიძლება დისერტაციაც აქვს დაცული ფსიქოლოგიის ამ განხრით, მათთვის ვინც არ იცის რა არის Body Language მოვიყვან განმარტებას. Body - სხეული, Language - ენა, პირდაპირ თარგმანში სხეულის ენა. ეს მეცნიერება შეისწავლის ადამიანის ფიზიკურ ქცევებს, გამომეტყველებებს, მიმიკებს და ჟესტიკულაციას სხვა და სხვა ემოცურ მდგომარეობაში. ყველას მოგეხსენებათ გახარებული კაცის მიმიკები, ჟესტები ქცევა მკვეთრად განსხვავდება შეშინებულის ქცევებისაგან და ჟესტებისაგან. ყველა დიდი მოთამაშე, ისეთები როგორებიც არიან დოილ ბრანსონი, ფილ აივი, დენიელ ნეგრეანუ და სხვები, Body Language-ს სპეციალისტები არიან. დოილ ბრანსონი თავის წიგნში წერს, რომ ამ ხელოვნების დაუფლების გარეშე დიდი პოკერის თამაში წარმოუდგენელია.


ეს ვიდეო ალბათ ბევრს ნანახი გაქვთ, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ნახოთ და შემდეგ სრულიად ახალი თვალით შევხედოთ იგივე სიტუაციას. ჩემი რჩევაა მეორე ვიდეოს ნუ ნახავთ პირველამდე



სანამ მეორე ვიდეოს ნახავდეთ მინდა ადამიანის რამდენიმე ბუნებრივ ქცევაზე გავამახვილო ყურადღება.

  1. მოთამაშემ, რომელიც დაჟინებით უყურებს ბორდს სავარაუდოა, რომ ჯერ ვერ ააწყო კომბინაცია. თუ კომბინაცია ააწყო, როგორც წესი სწრაფად აშორებს თვალს ბორდს.
  2. როცა მოთამაშე ააწყობს ძლიერ კომბინაციას, მაშინვე გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში. უხშირდება გულის ცემა, უხშირდება სუნთქვა, ეწყება თრთოლვა და როგორც წესი ცდილობს ნაკლები მოძრაობების გაკეთებას. ეშინია რომ მიუხვდებიან და ფსონზე არ გაყვებიან. (ბრანსონი თავის წიგნში გვირჩევს დავაკვირდეთ ადამიანს კისრის მიდამოში, სადაც პულსაცია ყველაზე კარგად ჩანს და ამის დამალვა შეუძლებელია)
  3. მოთამაშე რომელიც შემოდის ფსონს და ამის მერე იწყებს ჩიპების გასწორებას, როგორც წესი ბლეფობს ან არ არის დარწმუნებული, რომ ჩვენზე წინ არის იმ მომენტში.
მოვიდა დრო, რომ ახალი თვალით ვნახოთ იგივე ვიდეო.




ასე, რომ ეს პოსტი მათ საყურადღებოდ დავწერე ვინც იმდენად კონცენტრირებულია საკუთარ კარტზე, რომ მოწინააღმდეგეზე დაკვირვება საერთოდ ავიწყდება. პოკერი ადამიანების თამაშია, და ადამიანებზე დაკვირვება და მათი ამოცნობის სწავლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე იმის ცოდნა, რომ ფულ ჰაუსი ფლეშს ჯობნის. :)

მადლობთ ყურადღებისათვის.

No comments: