Sunday, December 5, 2010

მოთამაშეთა ფსიქოლოგიური ტიპაჟები

მოთამაშეთა ფსიქოლოგიური ტიპაჟები
პოკერში კარტზე კონცენტრირება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მნიშვნელოვანია ცოდნა, თუ ადამიანის რომელ ტიპაჟს ვეთამაშებით, ვიცოდეთ მისი ხასიათი და შესაბამისად მოვერგოთ ჩვენი თამაშით.

არსებობს 4 ძირითადი ფსიქოლოგიური ტიპაჟი, რომლებსაც ყოველ სესიაზე ან ტურნირზე ვხვდებით და ყოველ მათგანთან სხვადასხვა სახის თამაშია საჭირო. როგორც წესი  თამაშთან მსგავსი მიდგომა საინტერესოც არის და მომგებიანიც.

ეს ტიპაჟები არის:
  • Loose/Passive - უხეში/პასიური
  • Loose/Aggressive - უხეში/აგრესიული
  • Tight/Passive - ფრთხილი/პასიური
  • Tight/Aggresive - ფრთხილი/აგრესიული

Loose/Passive - უხეში/პასიური:
როგორც წესი დამწყები მოთამაშის ტიპაჟია, თუმცა შეიძლება გამოცდილმა მახეც დაგვიგოს, მოგვაჩვენოს თავი უხეში/პასიურად, დამახასიათებელია ნებისმიერ ფსონზე, ნებისმიერი კარტით გაყოლა, ყოველგვარი აგრესიის გამოვლინების გარეშე. თუ ვსგავსი მოთამაშე გამოავლენს აგრესიას სვარაუდოა, რომ ძლიერი ხელი უჭირავს და უნდა მოვერიდოთ თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ჩვენი ხელი უფრო ძლიერია. ამ მოთამაშესთან თამაში ძალიან ადვილი და მომგებიანია. ნაკლებათ სჭირდება მახეების დაგება, ისედაც ყველაფერზე მოგყვება. თუ ვერ ვუგებთ მსგავს მოთამაშეს მაშინ ვერავის ვერ მოვუგებთ. ასეთ მოთამაშესთან ბლეფი არ არის მიზაშეწონილი.

Loose/Aggressive - უხეში/აგრესიული
ეს ტიპაჟი გვხვდება, როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ მოთამაშეებში. ასეთი მოთამაშე თამაშობს ნებისმიერი ხელით და თამაშობს აგრესიულად. თუ მაგიდასთან ამოვიცნობთ მსგავს მოთამაშეს სიფრთხილე გვმართებს. უნდა დავადგინოთ დამწყებია ეს მოთამაშე თუ გამოცდილი. როგორც წესი დამწყები უხეში/აგრესიული საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რა ხდება მის ირგვლივ, თუ როგორი მოთამაშის ტიპაჟს ეთამაშება, უბრალოდ თამაშობს თავის აგრესიულ თამაშს და თითქმის არასოდეს არ იხევს უკან. გამოცდილმა უხეში/აგრესიულმა მოთამაშემ იცის როდის და ვისთან ითამაშოს აგრესიულად. მსგავს მოთამაშესთან შეიძლება მოვიგოთ ბევრი ან წავაგოთ ბევრი, ასე რომ ფრთხილად და მოთმინებით თამაში გვმართებს. უხეში/აგრესიული მიდგომა განსაკუთრებით მომგებიანია ტურნირებზე, სადაც ძლიერი ხელის ლოდინით ვერაფერს გავხდებით. ტურნირებზე უფრო აგრესიული თამაში გვიწევს და ისეთი კარტით რომელსაც ქეშ მაგიდაზე უყოყმანოდ გადავყრიდით. ასეთ მოთამაშესთან ხშირი ბლეფი არ არის მიზანშეწონილი. მაგალითი:



ფრთხილი/პასიური
დამწყები მოთამაშის ტიპაჟია, ვისაც ყოველთვის და ყველაფრის ეშინია. თუ ამ ტიპაჟმა გაბედა რეიზი ან უფრო მეტიც რირეიზი, ხელში ატომური ბომბი უჭირავს და უნდა მოვერიდოთ. ბლეფი - რამდენიც გაგეხარდებათ. მაგალითი:



ფრთხილი/აგრესიული
ეს ტიპაჟი იშვიათად შედის თამაშში, მაგრამ თუ შედის შედის ძლიერი ხელით და აგრესიულად აგრძელებს თამაშს. როგორც წესი გამოცდილი მოთამაშის ტიპაჟია. კარგად თამაშობს ქეშ მაგიდებზე. იცის მახეების დაგება. იშვიათად მაგრამ მაინც შეგვიძლია მივმართოთ ბლეფს მათ წინააღმდეგ. მაგალითი:



ყოველი ამ ტიპის მოთამაშესთან საჭიროა ინდივიდუალური თამაში, ყველაზე კარგი და ადვილი მოწინააღმდეგე არის უხეში/პასიური. ასე რომ ეძებეთ მსგავსი მოთამაშეები. არსებობს პოკერის გამონათქვანი "თუ პირველი 30 წუთის განმავლობაში მაგიდაზე ვერ იპოვნი ფიშს (fish) დიდი შანსია, რომ შენ თვითონ ხარ ფიში" ნუ იქნები ფიში და დააკვირდი მოწინააღმდეგეებს. შეეცადე ამოიცნო თუ რომელ ტიპაჟს მიეკუთვნებიან და ეთამაშე შესაბამისად.

No comments: