Wednesday, December 1, 2010

აუტების (OUTS) და ალბათობის გამოანგარიშება.

პოკერი არის თამაში, რომელშიც მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული ხელის ან სესიის მოგებას, არამედ გრძელვადიან მოგებას. პოკერი არის მთელი ცხოვრების და არა ერთი დღის თამაში. დამწყებისთვის ალბათ რთული გასაგებია ეს კონცეფცია, მაგრამ მერწმუნე პოკერში წინ ვერ წახვალ თუ მთელი შენი ყურადღება და კონცენტრაცია გამახვილებულია ერთი კონკრეტული ხელის მოგებაზე.

ამ თამაშთან სწორი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია გვესმოდეს ეს კონცეფცია და ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს არა კონკრეტული ხელის მოგებაზე, არამედ გრძელვადიან მოგებაზე. სწორედ აქ გვეხმარება აუტების და ალბათობების გამოანგარიშების უნარი.

მაშ ასე, რა არის აუტები? აუტები არის ჩვენი ხელის ასაწყობად საჭირო კარტები, რომლებიც ჯერ არ გამოსულა ბორდზე, მაგრამ მათი გამოსვლის შემთხვევაში ჩვენი ხელი გადაუსწრებს მოწინააღმდეგისას.

მაგალითად გვიჭირავს KჯQჯ და ბორდზე მოვიდა Jგ 10ჯ 4ჯ. ჩვენი კარტით და მოცემული ბორდით შეგვიძლია ავაწყოთ როგორც სტრეიტი ასევე ფლეში. სტრეიტის ასაწყობად გვესაჭიროება A ან 9, კარტის დასტაში არის 4 ცალი A  და 4 ცალი 9, 4+4=8 ესეიგი სტრეიტის ასაწყობად გვაქვს 8 აუტი. ასევე გვაქვს ფლეშის აწყობის შანსიც. კარტის დასტაში არის 13 ჯვარი, რომლიდანაც 2 ჩვენ გვიჭირავს, 2 ბორდზეა და Aჯ9ჯ უკვე მივათვალეთ სტრეიტის აუტებს, 13-6=7 ესეიგი უნდა ვივარაუდოთ რომ დასტაში დარჩა 7 ჯვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეშის ასაწყობად გვაქვს 7 აუტი. 8 (სტრეიტის აუტი)+7 (ფლეშის აუტი)=15,იმისათვის, რომ ავაწყოთ სტრეიტი ან ფლეში ჩვენ გვაქვს 15 აუტი. ალბათობა იმისა რომ ბორდზე მეხუთე კარტის გამოსვლამდე ამოვა ერთ-ერთი ჩვენი აუტი, მაშინ როცა მასზე ჯერ მხოლოდ 3 კარტია, არის 60% (15*4=60), ესეიგი 100 ხელიდან სტრეიტს ან ფლეშს ავაწყობთ მხოლოდ 60-ჯერ. თუ მეოთხე კარტი ამოვიდა 3ა, რომელიც ჩვენი აუტი არ არის (ბორზე უკვე არის Jგ 10ჯ 4ჯ 3ა),ალბათობა იმისა, რომ ავაწყობთ სტრეიტს ან ფლეშს შემცირდა 30%-მდე (15*2=30), 100 ხელიდან მხოლოდ 30-ჯერ ავაწყობთ ჩვენთვის სასურველ კომბინაციას.

იმისათვის რომ ჩვენი თამაში გამიზნული იყოს გრძელვადიან მოგებაზე აუცილებელია ალბათობების გამოანგარიშება და მათზე დაფუძნებით სწორი გადაწყვეტილებების მიღება. თუ ჩვენი ხელის აწყობის ალბათობა არის 60% ფლოპზე (როცა ბორდზე ჯერ მარტო 3 კარტია), მხოლოდ ისეთ ფსონზე უნდა გავყვეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ბანკის 60%-ს ან უფრო ნაკლებს შეადგენს. მაგალითად ბანკში იყო 50 ლარი და მოწინააღმდეგემ გააკეთა ფსონი 50 ლარის ოდენობით, ახლა უკვე ბანკში არის 100 ლარი და იმისათვის, რომ ვნახოთ მომდევნო კარტი ჩვენ გადასახდელი გვაქვს 50 ლარი და თუ გადავიხდით ბანკში იქნება 150 ლარი, ანუ ჩვენი ფსონი შეადგენს ბანკის 33%. მსგავს ფსონზე გაყოლა 60%-იანი ალბათობით არის სწორი გადაწყვეტილება.

თუ მსგავსი მიდგომით ვითამაშებთ პოკერს გრძელვადიანი მოგება გარანტირებულია, თუმცა მსგავსი თამაში ადვილი ნამდვილად არ არის, მოითხოვს დისციპლინას, მოთმინებას და გამოცდილებას. პოკერი არის უნარების და არა ბედის თამაში.

გისურვებთ წარმატებებს.

No comments: