პოკერი, როგორც სპორტის სახეობა, გულშემატკივრების რაოდენობის მხრივ ამერიკაში მესამე ადგილზეა და ჯერ კიდევ დამაჯერებლად იპყრობს მსოფლიოს. საქართველოში პოკერი ჯერ კიდევ დაწყებით სტადიაზეა, თუმცა ძალიან დინამიურად ვითარდება, რაც ძალიან სასიხარულოა.
პოკერი მიეკუთვნება კარტის თამაშების ოჯახს და ხორციელდება ფსონების ჩასვლის საფუძველზე. მოგებული ვლინდება იმის მიხედვით თუ რა სიძლიერის კომბინაცია უჭირავს. არსებობს პოკერის უამრავი სახეობა თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში კომბინაციები ერთი და იგივეა, განსხვავდება მხოლოდ ფსონების ჩასვლის სტადიები ან დარიგებული კარტების რაოდენობა. ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრებთ პოკერის ყველაზე პოპულარულ სახეობაზე რომელსაც ტეხასური ჰოლდემი ჰქვია. სანამ წესებს ჩავუღრმავდებოდეთ მოდით მოკლედ გავეცნოთ მის ისტორიას.




